იუსტიციის სახლის კომუნალური მომსახურება
იუსტიციის სახლში (მათ შორის საზოგადოებრივ ცენტრებში და მობილურ იუსტიციის სახლებში) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ქსელზე მიერთების, დროებითი მიერთების და სიმძლავრის გაზრდის განაცხადების გარდა. განაცხადის დროული შესრულება რეალურ დროში კონტროლდება სემეკისა და იუსტიციის სახლის მიერ.
მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია უძრავი ქონების ნასყიდობის ან იჯარის დროს, კომუნალურ კომპანიასთან რეგისტრირებული მომხმარებლის/აბონენტის შეცვლის მოთხოვნისას.

იუსტიციის სახლში (მათ შორის საზოგადოებრივ ცენტრებში და მობილურ იუსტიციის სახლებში) შეგიძლიათ მიიღოთ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების შემდეგი მომსახურებები:
- მომხმარებლად რეგისტრაცია;
- ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება;
- სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება:
- პენსიონერებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, ასევე პირებს, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი შეუძლიათ იუსტიციის სახლში დააფიქსირონ ინფორმაცია მათი სტატუსის შესახებ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით (მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობაზე ყოველი თვის 16 ან 22 რიცხვამდე, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობისა და დეპოზიტის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ).
- დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღება;
- დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნა:
- ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დენის, გაზის ან წყლის დარიცხვის გადამოწმება, თუ ქვითარში არასწორად არის მოცემული კუბური მეტრი/კილოვატ საათი, ტარიფი, პერიოდი ან სხვა მონაცემი. შედეგად კომუნალური კომპანია წერილობით განუმარტავს დარიცხვას ან შეცდომის შემთხვევაში მოახდენს მონაცემების ჩასწორებას:
- მიმდინარე დარიცხვაზე (დამერიცხა მეტი, დამერიცხა ნაკლები, დაანგარიშდა არასწორი ტარიფით, ქსელური მომსახურების საფასურის დარიცხვაზე);
- დეპოზიტის დარიცხვაზე;
- არ დარიცხვაზე.
- ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დენის, გაზის ან წყლის დარიცხვის გადამოწმება, თუ ქვითარში არასწორად არის მოცემული კუბური მეტრი/კილოვატ საათი, ტარიფი, პერიოდი ან სხვა მონაცემი. შედეგად კომუნალური კომპანია წერილობით განუმარტავს დარიცხვას ან შეცდომის შემთხვევაში მოახდენს მონაცემების ჩასწორებას:
- პირადი ინფორმაციის გამოთხოვა ბრუნვის ისტორიიდან;
- მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა შემდეგ პრობლემებზე:
- მაღალი ძაბვა/წნევა;
- დაბალი ძაბვა/წნევა;
- ძაბვის ციმციმი;
- წნევის ცვალებადობა;
- ხშირი წყვეტა;
- სასმელი წყლის ხარისხი.
- მრიცხველის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;
- მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნა;
- და სხვა მომსახურებები.
- იუსტიციის სახლის 125 ფილიალში (28 იუსტიციის სახლში, 89 საზოგადოებრივ ცენტრში და 8 მობილურ იუსტიციის სახლში) შესაძლებელია ყველა განაცხადის ჩაბარება, ქსელზე მიერთების, დროებითი მიერთების და სიმძლავრის გაზრდის განაცხადების გარდა.
- თუ იუსტიციის სახლის მეშვეობით დაფიქსირებულ პრობლემაზე კომუნალური საწარმო მხრიდან არ მოხდება სათანადო რეაგირება, განაცხადით მიმართეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org-ზე, განაცხადის ფორმები: განაცხადი.
ხშირად დასმული კითხვები
სად შეიძლება ვისარგებლოთ აღნიშნული მომსახურებით?
მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლის 125 ფილიალში (28 იუსტიციის სახლში, 89 საზოგადოებრივ ცენტრში და 8 მობილურ იუსტიციის სახლში). ფილიალების მისამართების სანახავად გადადით ბმულზე.
იუსტიციის სახლის ფილიალებში რომელი კომუნალური საწარმოს (კომპანიის) მომხმარებლებს შეუძლიათ მომსახურებით სარგებლობა?
იუსტიციის სახლის ფილიალებში მომსახურების მიღება შეუძლიათ: „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „თბილისი ენერჯის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ეპ ჯორჯია მიწოდების“, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკოს)“, „თელავგაზის“, „აკრიანი 2006-ის“, „გამას“, „გასკო +-ის“, „დიდი დიღომის“, „ენერგია +-ის“, „ენერგოკავშირის“, „ვარკეთილაირის“, „ინტერ-გაზის“, „საჩხერეგაზის“, „ყამარი მ-ს“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, „რუსთავის წყალის“, „ბათუმის წყალის“, შპს „მარნეულის სოფწყალის“, „საჩხერის წყალკანალის“, „ქობულეთის წყალის“ და შპს „სოგურის“ კომუნალური მომსახურებების მიღების მსურველებს.
შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა უძრავი ქონების ყიდვის ან იჯარის პარალელურად?
უძრავი ქონების ყიდვის ან იჯარის პარალელურად მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი კომუნალური მომსახურებით ქსელური მომსახურების განაცხადების გარდა (ახალი მიერთების, დროებითი მიერთების და სიმძლავრის გაზრდის განაცხადების გარდა). ამასთანავე გახსოვდეთ, რომ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით მომხმარებლებს (აბონენტებს).