• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

ირიგაცია

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • წყალმომარაგება >
  • აბონენტად რეგისტრაცია
    • აბონენტად რეგისტრაცია
    • გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
    • ქსელზე მიერთების საფასური
    • სიმძლავრის გაზრდა
    • მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
    • დარიცხვისა და საფასურის გადახდის წესი
    • აქტის შედგენის პროცედურა

    კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოთ შესაბამის განაწილების ლიცენზიატს, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ დაგარეგისტრიროთ აბონენტად.

      აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში უნდა მიუთითოთ:

    • თქვენი სახელი, გვარი და მისამართი;
    • მიმწოდებელი კომპანიის დასახელება;
    • გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
    • ადგილი (მისამართი), სადაც გსურთ წყალმომარაგება;
    • იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საკუთრება ან სხვა ფორმა);
    • სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

    აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში შეგიძლიათ მოითხოვოთ:

    • წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება;
    • ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;
    • ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლით.

    თქვენს განაცხადს დამატებით უნდა დაურთოთ:

    • უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
    • გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

    აბონენტად დარეგისტრირების შემდეგ, წყალმომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აისახოს სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გაცნობოთ აქტის შედგენის თარიღი და დრო.

    აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით სასმელი წყლის მიწოდების სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

    მომხმარებელს და ლიცენზიატს უფლება აქვთ გამოიყენონ „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმა.

    უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაგარეგისტრიროთ აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა

     

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ენერგეტიკის
      სასწავლო ცენტრი
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    • ვაკანსია
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019