სარეგისტრაციო ფორმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მედია კლუბის“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა და კონკურენციას ბაზრებზე; ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებს; ტარიფების დადგენის პრინციპებს, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესსა და უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიას. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. ტრენინგები დაიწყება თებერვალში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი.
ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემები:
- საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;
- კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება ენერგეტიკულ სექტორში;
- ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი, რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
- ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები - ელექტრონული პლატფორმა;
- დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი;
- უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია.