• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ბმულები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • ბუნებრივი გაზი >
  • ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები
    • გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
    • ქსელზე მიერთების საფასური
    • აბონენტად რეგისტრაცია
    • დარიცხვისა და საფასურის გადახდის წესი
    • აქტის შედგენის პროცედურა
    • სიმძლავრის გაზრდა
    • ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები

    ზოგადი მდგომარეობის აღწერა

    ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლების შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად აწარმოონ საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შესაბამისობის სისტემატური შემოწმება საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან.აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ შეუსაბამობათა შესახებ შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა ინფორმირებას.

    მომხმარებელთა მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შემოწმება და აღმოჩენილი ტექნიკური დარღვევების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება წარმოადგენს იმ უბედური შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შიდა ქსელის გაუმართაობით, ასევე, მომხმარებელთა მხრიდან გაზის ხელსაწყო/დანადგარების ექსპლუატაციისა და გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესების არცოდნითა და უგულებელყოფით.

    ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ განხორციელებული გეგმური გამაფრთხილებელი სამუშაოების, ტექნიკური შემოწმებების, მომხმარებელთა ინფორმირებისა  და აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიებების მიუხედავად ბოლო პერიოდში შეინიშნება უბედური შემთხვევების რაოდენობის მატება.

    როგორც კომპანიებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ჩანს, უბედური შემთხვევების რიცხვი 2019 წელს გაზრდილია წინა წელთან შედარებით (ცხრილში მოყვანილია 3 ყველაზე დიდი განაწილების ლიცენზიატის მონაცემები):

    დასახელება

    2018

    2019

    2020

    უბედური შემთხვევების რაოდენობა, სულ

    134

    399

    144

    არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან უბედური შემთხვევების რაოდენობა

    3

    10

    8

            მათ შორის ლეტალური შედეგით

    2

    0

    1

    საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან უბედური შემთხვევებისრაოდენობა

    131

    389

    136

            მათ შორის ლეტალური შედეგით

    23

    19

    20

    უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პირთარაოდენობა

    30

    26

    28

     

    ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის ფიზიკო/ქიმიური თვისებები:

    უბედური შემთხვევების ძირითად მიზეზებად შეიძლება დასახელდეს სათავსში ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის (СО, მხუთავი გაზი) დაგროვება, როდესაც მათი კონცენტრაცია სცდება დასაშვებ ზღვარს.

    ბუნებრივი გაზის ძირითადი კომპონენტია მეთანი (CH4), რომელიც 98%-დეც აღწევს, გამომდინარე აქედან ბუნებრივი გაზის თვისებები ძირითადად განპირობებულია მეთანის თვისებებით. 1ნმ3 მეთანის მასა შეადგენს 0.717 კგ-ს, შესაბამისად იგი ჰაერზე მსუბუქია. მეთანს არ გააჩნია სუნი და გემო, მომწამლავი არაა. გაზის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს მომგუდველად, ვიანიდან გაზი ინტენსიურად გამოდევნის ჟანგბადს ჰაერიდან. ბუნებრივი გაზი ფეთქებადია, სათავსში გაზის 5%-დან 15%-მდე დაგროვებისას წარმოიქმნება ჰაერისა და გაზის ფეთქებადსაშიში ნარევი.

    ნახშირბადის მონოქსიდი (СО, მხუთავი გაზი) წარმოიქმნება ბუნებრივი გაზის არასრული წვის შედეგად. იგი წარმოადგენს უფერო, უსუნო და უგემო ძლიერ მომწამლავ გაზს და გარემოში ვრცელდება ადამიანისთვის სრულიად შეუმჩნევლად. ადამიანის ორგანიზმზე СО-ს მოქმედება დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე და ზემოქმედების პერიოდზე. რაც მეტია სათავსში СО-ს კონცენტრაცია მით მეტია ადამიანის ძლიერი მოწამვლის ან ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. სასუნთქ ჰაერში СО-ს 0,32%-მდე კონცენტრაცია იწვევს დამბლას და გონების დაკარგვას (ლეტალური შედეგი დგება 20-30 წუთის შემდეგ). ჰაერში СО-ს 1,2% და მეტი კონცენტრაცია გონების დაკარგვას იწვევს ორი-სამი შესუნთქვის შემდეგ, ხოლო ლეტალური შედეგი დგება  2-3 წუთში. ნახშირბადის მონოქსიდის მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში შეადგენს 20მგ/მ3-ს (დაახლოებით 0,0017%). 

    რეკომენდაციები:

    როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების დროს მომხდარი უბედური შემთხვევები გამოწვეულია როგორც მომხმარებელთა დაუდევრობით, ასევე შემთხვევითობითაც.  გამომდინარე აქედან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სათავსში გაზის და СО-ს  დაგროვების აღმოჩენის დროულობას, ვიდრე მათი კონცენტრაცია მიაღწევს სახიფათო ზღვრებს.

    ბუნებრივი გაზისა და СО-ს კონცენტრაციის აღმოჩენა სპეციალური მოწყობილობების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულისთვის გამოიყენება ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორები (სათავსის დაგაზიანების სიგნალიზატორები). დეტექტორები წარმოადგენენ ტექნიკურ მოწყობილობებს, რომლებიც განკუთვნილია შენობაში (სათავსში) ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის უწყვეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად, ხოლო სათავსში გაზისა და СО-ს კონცენტრაციის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ხმოვანი და მანათობელი სიგნალის გამოცემას, ასევე გაზის შეწყვეტას.

    დეტექტორების დამონტაჟებამდე აუცილებელია გაზიფიცირებული სათავსების მოწყობისა და გაზის ხელსაწყო/დანადგარების მონტაჟის პირობების შემოწმება, რაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო სათავსებში ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის ამომცნობი დეტექტორების მონტაჟი განხილულ უნდა იქნეს როგორც უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიება.

    დეტექტორების სამონტაჟო და გამშვები სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. მათი მონტაჟის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციები და ტექნიკური პასპორტის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ვაკანსია
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019